მედინდექსი (Medindex) არის სამედიცინო ტექნოლოგიებისა და სერვისების კომპანია, რომელიც 2022 წლიდან ოპერირებს არსებული ბრენდის სახელით. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ამ სახელით შედარებით ახალია, ჩვენი გუნდის გამოცდილება საქართველოს სამედიცინო ტექნოლოგიების ბაზარზე 15 წელზე მეტს ითვლის.
-
2010 კომპანიის დაარსება
კომპანია შეიქმნა ერთი მკაფიო მიზნით კლინიკებისთვის საჭირო სამედიცინო აღჭურვილობის სანდოდ და დროულად მიწოდება.
-
2022 კომპანიის რებრენდინგი
განახლდა ბრენდის იდენტობა და მომსახურების გამოცდილება, რათა მზარდი ქსელი უფრო მარტივად, სწრაფად და ერთიანად მოემსახუროს.
-
2026 კომპანია დღეს
დღეს კომპანია აერთიანებს გამოცდილებასა და მოქნილ ლოჯისტიკას პასუხისმგებლიანი სერვისით, ყოველი მიწოდებისთვის.


წლების განმავლობაში ჩვენი საქმიანობა ეფუძნებოდა ერთ მთავარ პრინციპს. მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების, საიმედო ტექნიკური მხარდაჭერისა და თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების მიწოდებას.
სწორედ ამ მიდგომამ მოგვცა შესაძლებლობა, შეგვექმნა ძლიერი რეპუტაცია და გავმხდარიყავით მრავალი სამედიცინო დაწესებულების სანდო პარტნიორი.
15-წლიანი გამოცდილების განმავლობაში ჩვენი სპეციალისტები ჩართული იყვნენ ასობით სამედიცინო სისტემის ინსტალაციაში, ტექნიკურ მომსახურებასა და მხარდაჭერაში.
განსაკუთრებული გამოცდილება დაგვიგროვდა ულტრაბგერითი (ექოსკოპიური) სისტემების მიმართულებით, სადაც წარმატებით განვახორციელეთ მრავალრიცხოვანი პროექტები როგორც კერძო კლინიკებში, ასევე მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრებში. ჩვენი გუნდის მიერ განხორციელებული ინსტალაციები და სერვისული მხარდაჭერა დღესაც წარმატებით ემსახურება ექიმებსა და პაციენტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

მრავალწლიანი გამოცდილებისა და კვალიფიციური საინჟინრო გუნდის დახმარებით ვუზრუნველყოფთ შემდეგი ტექნელოგიების მიწოდებას ინსტალაციას, გაშვებას, და ტექნიკურ მომსახურებას
ჩვენ ვუზრუნველყოფთ ინსტალაციას, ტექნიკურ მომსახურებას, პროფილაქტიკურ შემოწმებას, დიაგნოსტიკას, პროგრამულ მხარდაჭერასა და სარემონტო სამუშაოებს.


ვიმპორტებთ და ვახორციელებთ სამედიცინო მოწყობილობათა მიწოდებას — ოფიციალური სერტიფიკაციით, სრული დოკუმენტაციით და გარანტიით.
- საერთაშორისო მიმწოდებლები
- ოფიციალური სერტიფიკაცია
- სრული დოკუმენტაცია
- მიწოდება მთელ საქართველოში

ჩვენი სერტიფიცირებული ინჟინრები ახორციელებენ მოწყობილობის სრულ ინსტალაციას, კალიბრაციასა და პერსონალის ტრენინგს.
- სერტიფიცირებული სპეციალისტები
- სრული ინსტალაცია ობიექტზე
- პერსონალის ინსტრუქტაჟი
- ჩაბარება-მიღების პროტოკოლი

ვუზრუნველვყოფთ მოწყობილობის გამართულ მუშაობას — პრევენციული ინსპექციებიდან და დიაგნოსტიკიდან პროგრამულ მხარდაჭერამდე.
- პროფილაქტიკური შემოწმება
- დიაგნოსტიკა და რემონტი
- პროგრამული მხარდაჭერა
- სატელეფონო კონსულტაცია

ჩვენ გვჯერა, რომ წარმატებული თანამშრომლობის საფუძველი არის ნდობა, პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა. სწორედ ამიტომ თითოეულ პროექტს ინდივიდუალური მიდგომით ვუდგებით და ვცდილობთ მომხმარებელს შევთავაზოთ არა მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგიები, არამედ სრული ტექნიკური მხარდაჭერა მათი ექსპლუატაციის მთელი პერიოდის განმავლობაში.
დღეს მედინდექსი აგრძელებს განვითარებას და მუდმივად აფართოებს როგორც ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს, ასევე პარტნიორთა ქსელს. ჩვენი მიზანია ვიყოთ სამედიცინო დაწესებულებების გრძელვადიანი პარტნიორი, რომელიც უზრუნველყოფს ინოვაციურ გადაწყვეტილებებს, მაღალ ხარისხს და სანდო მომსახურებას საქართველოს ჯანდაცვის სექტორის განვითარებისთვის.
ჩამოტვირთეთ ფაილი
ჩვენ ვართ 15 კაციანი გუნდი, რომელსაც აქვს მაღალი დონის ექსპერტიზა ჩვენს საქმიანობაში












