







სწრაფი pencil-beam ტექნოლოგიის ძვლის დენსიტომეტრი დაბალი დასხივების დონითა და კომპაქტური დიზაინით.
სიამოვნებით გაგიწევთ პირად კონსულტაციას და მოუთმენლად ველით თქვენს მოთხოვნას
STRATOS წარმოადგენს ძვლის მინერალური სიმკვრივის (DXA) შეფასების სრულყოფილ გადაწყვეტას ძვლის ჯანმრთელობის მიმართულებით მომუშავე სპეციალისტებისთვის. სისტემა აერთიანებს ეკონომიურობასა და თანამედროვე ტექნოლოგიებს და აღჭურვილია უახლესი, სწრაფი Pencil-beam ტექნოლოგიით. უზრუნველყოფს პაციენტისა და ოპერატორის რადიაციული დატვირთვის დაბალ დონეს. კომპაქტური მოდიფიკაცია კი საშუალებას იძლევა, აპარატი ეფექტურად განთავსდეს შეზღუდული ფართობის მქონე სამუშაო სივრცეებშიც.
სისტემა უზრუნველყოფს ოსტეოპოროზისა და მოტეხილობის რისკის შეფასებას: BMD, T-score და Z-score-ის ავტომატურ გამოთვლას, Hip Structural Analysis (HSA), FRAX-ს (მოტეხილობის 10-წლიანი რისკი), Digital Vertebral Assessment (DVA) და ინოვაციურ 3D-DXA ტექნოლოგიას. სკანირების დიდი არეალი იძლევა სხეულის შემადგენლობის ანალიზის საშუალებას: ცხიმოვანი და უცხიმო ქსოვილის ფერად რუკას, Android/Gynoid თანაფარდობას, VAT-ს და სარკოპენიის შეფასების ინსტრუმენტს.
აპარატს გააჩნია მწარმოებლის მიერ შემუშავებული პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც თავსებადია DICOM სტანდარტთან და უზრუნველყოფს PACS სისტემასთან ინტეგრაციას. პროგრამა გთავაზობთ ანგარიშების ავტომატურ გენერირებასა და პერსონალიზაციას, პაციენტის მდგომარეობის დინამიკის მონიტორინგს ტრენდების გრაფიკული გამოსახულებით, ასევე მრავალმომხმარებლიანი წვდომის შესაძლებლობას.
STRATOS დაპროექტებულია და წარმოებულია საფრანგეთში.
| ტექნოლოგია | Fast pencil beam DXA |
|---|---|
| დასხივების დონე | Low (patient & operator) |
| ვერსიები | Standard / Compact (small rooms) |
| ძვლის სიმკვრივე | BMD, T-score, Z-score |
| დამატებითი ანალიზი | HSA, FRAX, DVA, 3D-DXA |
| სხეულის შემადგენლობა | Fat/lean mapping, Android/Gynoid, VAT, Sarcopenia |
| კავშირი | DICOM / PACS |
| მოწყობილობის კლასი | Class IIb, CE 1639 (MDD 93/42/EEC) |
| მწარმოებელი | APELEM, France |

STRATOS წარმოადგენს ძვლის მინერალური სიმკვრივის (DXA) შეფასების სრულყოფილ გადაწყვეტას ძვლის ჯანმრთელობის მიმართულებით მომუშავე სპეციალისტებისთვის, რომლებიც ეძებენ ეკონომიურ და საიმედო სისტემას.
ახალი თაობის სწრაფი pencil beam ტექნოლოგია.
დაბალი გამოსხივება როგორც პაციენტისთვის, ისე ოპერატორისთვის.
კომპაქტური ვერსია მცირე ზომის კაბინეტებისთვის.
ძვლის დენსიტომეტრია, რევმატოლოგია, გინეკოლოგია, ენდოკრინოლოგია, გერიატრია, ორთოპედია და სხვა.
Class IIb სამედიცინო მოწყობილობა CE მარკირებით.
DXA აპარატი აერთიანებს ძვლის ჯანმრთელობისა და სხეულის შემადგენლობის სრულფასოვანი შეფასებისთვის საჭირო ფუნქციებსა და ინსტრუმენტებს.

BMD, T-score, Z-score, HSA, FRAX-ით 10-წლიანი რისკი, DVA და 3D-DXA ტექნოლოგია.

ცხიმისა და უცხიმო ქსოვილის ფერადი რუკა, Android/Gynoid თანაფარდობა, VAT და სარკოპენიის შეფასება.

DICOM/PACS თავსებადობა, სწრაფი სამუშაო პროცესი, ავტომატური ანგარიშები და დინამიკის თვალყურის დევნება.
3D-DXA რუტინულ BMD გამოსახულებებს ბარძაყის 3D ვიზუალიზაციად გარდაქმნის და ცალ-ცალკე აფასებს კორტიკალურ და ტრაბეკულურ ძვალს, QCT სტანდარტებთან ვალიდირებული სიზუსტით.