სამუშაო საათები: ორშაბათი-შაბათი: 08:00-18:00, კვირა-დაკეტილია
Samsung
ვეტერინარული
EVO Q10
მაღალი დატვირთვის პირობებში მუშაობა

პორტატული, მაღალი შესაძლებლობების მქონე ულტრაბგერითი სისტემა, რომელიც განკუთვნილია ზოგადი ვიზუალიზაციისა და Point-of-Care (POC) გამოკვლევებისთვის. სისტემა აერთიანებს გამოსახულების მაღალ ხარისხს, სწრაფ და ეფექტიან სამუშაო პროცესსა და გადაადგილების მოქნილ შესაძლებლობას.

დაინტერესდით?

სიამოვნებით გაგიწევთ პირად კონსულტაციას და მოუთმენლად ველით თქვენს მოთხოვნას

დაჯავშნე ზარი
პროდუქტის შესახებ

Q10 არის პორტატული ულტრაბგერითი სისტემა, რომელიც შექმნილია ზოგადი დიაგნოსტიკისთვის მაღალი დატვირთვისა და სწრაფი სამუშაო პროცესის პირობებში. იგი უზრუნველყოფს მკაფიო, მაღალი ხარისხის გამოსახულებასა და გამოკვლევის ეფექტიანად წარმართვას. მარტივად გასაწმენდი დიზაინი კი ხელს უწყობს ჰიგიენური სტანდარტების დაცვას და სისტემის სწრაფად მომზადებას შემდეგი გამოკვლევისთვის.

Q10 ავსებს პრემიუმ R20 სისტემას და აქვს R20-ის იდენტური სენსორული ინტერფეისი, ამიტომ სისტემებს შორის გადართვა მარტივია. MirrorTouch™ იძლევა ინტერფეისის მეორად სენსორულ ეკრანზე ასახვასა და დისტანციურ მართვას მართვადი ინტერვენციების დროს; ღილაკიანი გადამწოდი და ჩაშენებული ხმოვანი ბრძანებები საშუალებას იძლევა სიღრმის, გაძლიერებისა და გამოსახულების შენახვის მართვა გადამწოდიდან ან ხმით მოხდეს, ფოკუსის დაკარგვის გარეშე.

გარე ენერგობლოკით სისტემა უზრუნველყოფს 4,5 საათამდე უწყვეტ სკანირებას და აქვს გადამწოდის სამი პორტი. დალუქული კლავიატურა, IP22 კლასის წყალმედეგი პანელი და გლუვი ზედაპირები აადვილებს წმენდას; მონიტორის დახრის დიაპაზონი 20°–60°-ია.

ტექნიკური მონაცემები
გამოყენების სფეროGeneral Imaging / Point of Care
ავტონომიური მუშაობა4.5 საათამდე (გარე ენერგობლოკით)
გადამწოდის პორტები3
წყალმედეგობაIP22 (მართვის პანელი)
მონიტორის დახრა20°–60°
მართვაMirrorTouch™, ღილაკიანი გადამწოდი, ხმოვანი ბრძანებები
დამატებითი ინფორმაცია
Q10-TransducerGuide-103rev02_r3
Samsung
მაღალი დატვირთვის პირობებში მუშაობა
EVO Q10
ეფექტურობისთვის ოპტიმიზებული

Q10-ის ოპტიმიზებული სამუშაო პროცესი და ავტომატიზებული ფუნქციები ხელს უწყობს გამოკვლევის ეფექტიანად წარმართვას და დიაგნოსტიკური ინფორმაციის სწრაფად მიღებას სხვადასხვა სამუშაო გარემოში.

MirrorTouch™

ინტერფეისის ასახვა და სრული მართვა დამატებითი სენსორული ეკრანიდან — რთული მართვადი ინტერვენციებისას.

ღილაკიანი გადამწოდი და ხმოვანი ბრძანებები

სიღრმის, გაძლიერებისა და კადრის შენახვის მართვა გადამწოდიდან, ხოლო ხმოვანი ბრძანებით — ხელების გარეშე.

უპრობლემო გამოყენება

Q10 აღჭურვილია ხანგრძლივი მუშაობის რესურსის მქონე ბატარეითა და მარტივად გასაწმენდი ზედაპირით, რაც უზრუნველყოფს გამოყენების მოქნილობას და ხელს უწყობს ჰიგიენური სტანდარტების დაცვას მაღალი დატვირთვის პირობებშიც.

უფრო დიდხანს სკანირება

გარე ბატარეა უზრუნველყოფს 4.5 საათამდე უწყვეტ სკანირებას.

მარტივი წმენდა

დალუქული კლავიატურა, IP22 დაცვის კლასის პანელი და გლუვი ზედაპირები ამარტივებს აპარატის გაწმენდის პროცესს.

ადაპტური ერგონომიკა

მონიტორის დახრა 20°-დან 60°-მდე რეგულირდება — კომფორტული ხედვა დგომისას და მჯდომარე მუშაობისას.

გადამწოდების ფართო კომპლექტი

Samsung Q10 სისტემა მოიცავს მაღალი გარჩევადობის გადამწოდების ყოვლისმომცველ კომპლექტს, რომელიც უზრუნველყოფს მრავალფეროვნებასა და სიზუსტეს.

გამოგვიწერეთ
იყავით ინფორმირებული ახალი აღჭურვილობის შესახებ

მიიღეთ პროდუქტის სახელმძღვანელოები, ახალი ჩამოსვლები და ექსკლუზიური ფასები თქვენს ელ. ფოსტაზე.

ონლაინ კონსულტაცია
მოითხოვეთ ტექნიკური დახმარება

კონსულტაციისთვის დაგვიკავშრდით მითითებულ ნომერზე ან მოგვწერეთ ელ- ფოსტაზე

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.